top of page
john-stanmeyer-1920x1000-hero (1).jpg

© John Stanmeyer

OPEN CALL - ვიზუალური თხრობა ფოტოგრაფიაში - ჯონ სტენმეიერის ვორქშოპი

გიწვევთ ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერის ვიზუალური თხრობის საერთაშორისო ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თბილისში 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ვორქშოპის ფარგლებში გავცემთ სტიპენდიას ერთი დამწყები ფოტოგრაფისთვის, რომელსაც შეეძლება უფასოდ მიიღოს ღონისძიებაში მონაწილეობა.

ვორქშოპი წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას იმ ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც სურთ სიღრმისეულად დაეუფლონ ვიზუალური თხრობის ნიუანსებს და შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები ეფექტური და შთამბეჭდავი ვიზუალური ესეების შესაქმნელად. 9 დღის მანძილზე ვორქშოპის თითოეული მონაწილე იმუშავებს ინდივიდუალური ფოტო პროექტის განვითარებაზე, ჯონ სტენმეიერისა და ფოტოგრაფიის კურატორის, მირიამ გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით.

Open call-ში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

*გამოგზავნოთ ფოტო პროექტის იდეა, რომელსაც გადაიღებთ ვორქშოპის მანძილზე  (Word ან PDF დოკუმენტი, ქართულ და ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდსა).

*თქვენი პორტფოლიო (PDF, არაუმეტეს 20MB)

მონაწილეობისთვის საჭირო მასალები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე cultureandcontacts6@gmail.com 

ვორქშოპი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 21 სექტემბერი. შერჩეული კანდიდატი შეტყობინებას მიიღებს 22 სექტემბერს.

ჯონ სტენმეიერი ფოტოსააგენტო „VII” თანადამფუძნებელია და უკვე წლებია თანამშრომლობს ჟურნალებთან Time, National Geographic და სხვ. მას მიღებული აქვს ისეთი გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოები, როგორიცაა World Press Photo (2013), National Magazine Award (2008) და Robert Capa Gold Medal (1999). სტენმეიერის ფოტოპროექტების ძირითადი თემებია ადამიანის უფლებები და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

ღონისძიებას მასპინძლობს სასტუმრო ibis Tbilisi Stadium.

bottom of page